ადრიანო: ”ყოველთვის გვწამდა, რომ ჩემპიონობის შანსები გვექნებოდა”

ადრიანო: ”ყოველთვის გვწამდა, რომ ჩემპიონობის შანსები გვექნებოდა”


პრეს-კონფერენცია გამართულია გუშინ, 8 აპრილს.

ადრიანო კორეიამ სიხარულის დამალვა ვერ მოახერხა ”სიუტატ ესპორტივაზე” გამართულ პრეს-კონფერენციაზე. მცველმა განაცხადა, რომ გუნდი ბედნიერია ”მილანთან” და ”სარაგოსასთან” მოპოვებული გამარჯვებებით. მან ასევე განაცხადა: ”დადგა დრო, როცა მხოლოდ საკუთარ თამაშზე უნდა ვიფიქროთ და ვეცადოთ ყოველ მატჩში გამარჯვება”.

ადრიანო მიიჩნევს, რომ მის გუნდს კვლავ აქვს ჩემპიონობის შანსი: ”ჩვენ ყოველთვის გვწამდა, რომ საჩემპიონო რბოლაში შანსები გვექნებოდა, ახლა კი მათ მხოლოდ 3 ქულით ჩამოვრჩებით. თუკი ასე გავაგრძელებთ, ჩვენ ტიტულის მოგებას შევძლებთ. სეზონის განმავლობაში გუნდი ბევრი ტრავმა იყო და ჩვენ ბევრი ძალები დავხარჯეთ იმისთვის, რომ ვიყოთ იქ, სადაც ახლა ვართ”.

საუკეთესო ადრიანო

ბრაზილიელმა აღიარა, რომ პირად დონეზე მიმდინარე სეზონში საუკეთესო დროებას განიცდის: ”ახლა სეზონში საუკეთესო დროება მიდგას. წონაში დავიკელი და თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარ თავზე ყურება და დარჩენილ შეხვდრებში თამაშია საჭირო”. შეგახსენებთ, რომ ადრიანო, ისევე როგორც პირველი გუნდის სხვა წევრები ვარჯიშის ინდივიდუალურ პროგრამას ასრულებენ, რათა სეზონის დასასრულს მაქსიმალურად მომზადებულები შეხვდნენ და წონის დაკლება ამის ერთ-ერთი ნაწილია.

შექება მონტოიას

ადრიანომ ასევე საქებარი სიტყვებით ისაუბრა მარტინ მონტოიაზე, რომელიც ”სარაგოსასთან” მატჩში დანი ალვესის ნაცვლად შევიდა მოედანზე: ”მე ყოველთვის მომწონდა მონტოია, ჯერ კიდევ იქედან, როცა მან პირველად გაიარა ჩვენთან ერთად პრე-სეზონი. ვფიქრობ, რომ მან გუნდს ბევრი რამ მისცა. ყველამ დაინახა ”ლა რომარედაზე”, რომ დანი ალვესის გარეშე პოზიციები არ დავთმეთ”.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.