”ბარსა” ვალენსიაშია
გუნდი ხოსეპ გვარდიოლას მეთაურობით ვალენსიაში 11:55 საათზე ჩაფრინდა. ღამით, 22 საათზე ”ბარსა” პრიმერას 34-ე ტურის შეხვედრას გამართავს ”ლევანტეს” წინააღმდეგ.
გუნდი ვალენსიაში შუადღით ჩავიდა, სადაც ტემპერატურა 14 გრადუსი იყო. გუნდმა ”სიუტატ ესპორტივა” 10:15 საათზე დატოვა და გაემგზავრა ”ელ პრატის” აეროპორტში. თვითმფრინავი ვალენსიაში 11:15 საათზე გაფრინდა. ვალენსიაში ჩასვლისთანავე გუნდი სასტუმროში გაემგზავრა, სადაც ფეხბურთელები დაისვენებენ.
”ბარსელონას” ექსპედიცია
მატჩის განაცხადში მყოფ 18 ფეხბურთელთან ერთად ვალენსიაში გაემგზავრნენ ვიცე-პრეზიდენტი, ხორდი კარდონერი, ჯუნტას წევრები, სუსანა მონხე და პილარ გუინოვარტი. ასევე ასპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა. გუნდთან ერთადაა იუბილარი მარტინ მონტოია, რომელსაც 21 წელი შეუსრულდა.
დაბრუნება კვირას
მატჩის დასრულების შემდეგ გუნდი ღამეს ვალენსიაში გაატარებს. ფეხბურთელები ვალენსიას 10:30 საათზე დატოვებენ და ბარსელონაში 11:20 საათზე იქნებიან.
[media=http://www.youtube.com/watch?v=QxIENmoa8xI]








ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]