ლოვჩევი: ”განმეორებით შეხვედრაში ”ბარსელონა” გაგლეჯს ”ჩელსის”

ლოვჩევი: ”განმეორებით შეხვედრაში ”ბარსელონა” გაგლეჯს ”ჩელსის”


ცნობილმა საფეხბურთო ექსპერტმა, ევგენი ლოვჩევმა საკუთარ აზრი გაგვიზიარა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის, ”ბარსელონასა” და ”ჩელსის” დაპირისპირების შესახებ.

ყურადღება მივაქციე იმას, რომ ”რეალი” და ”ბარსელონა” ცოტათი მოუმზადებლები იყვნენ უხეშ და შესანიშნავ ორგანიზებულ მეტოქეობასთან. ესპანეთის ჩემპიონატში ეს გუნდები ასეთ წინააღდეგობას მიჩვეულნი არ არიან. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ მესამეზე მყოფი ”ვალენსია” ამ გუნდებს 30 ქულით ჩამორჩება”.

ერთი მომენტი - მატჩის შემდეგ ბევრი ისაუბრებს, რომ ”ბარსელონამ” ბევრი მომენტი ვერ გამოიყენა. ეს სწორია ისე, როგორც ის, რომ ”ჩელსი” ჩეხმა გადაარჩინა, თუმცა სადღაც ”ბარსელონასაც” არ გაუმართლა. მეორეს მხრივ მომენტებს ყურადღებით უნდა მოეკიდო - ვერცერთი გუნდი მოიგებს თამაშს, თუ გოლს ვერ გაიტანს. ”ბარსა” კი მუდამ დარწმუნებულია, რომ თუკი ახლა ვერ გავიტანთ, მაშინ შემდეგ ჯერზე შევაგდებთ”.

დიახ, ”ჩელსიმ” გაიტანა საკუთარი გოლი და ახლა შეიძლება მუდმივი კამათის გამართვა. ”ბარსას” არაორდინალური სვლები აკლდა, კატალონიელები მეტოქის მახეს წამოეგნენ და მუდმივად ერთ სიმზე თამაშობდნენ. ვერ ვიტყვი, რომ ერთფეროვნად - დავაკვირდი, რომ ისინი განივ გადაცემებს არც ისე ხშირად აკეთებენ”.

როგორი პერსპექტივებია განმეორებითი შეხვედრის წინ? ”ჩელსის” დიდი პატივისცემის მიუხედავად განმეორებით შეხვედრაში ”ბარსელონა” მათ უბრალოდ გაგლეჯს. არ მოხდება ისე, რომ მეორე შეხვედრაში კატალონიელებმა კვლავ ვერ გამოიყენონ უამრავი საგოლე მომენტი” - განაცხადა ლოვჩევმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.