ლოვჩევი ”ბარსელონას” და ”სპარტაკის” დაპირისპირებაზე საუბრობს

ლოვჩევი ”ბარსელონას” და ”სპარტაკის” დაპირისპირებაზე საუბრობს


საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ევგენი ლოვჩევმა თავისი აზრი გაგვიზიარა ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის შესახებ, რომელიც ზეგ, ”ბარსელონასა” და ”სპარტაკს” შორის გაიმართება.

მე გუნდის თამაშში ცვლილებას ვხედავ. ბურთი სწრაფად გადააქვთ შეტევაში, ხშირად გუნდი ფლანგებიდან თამაშობს, თუმცა ასეთ თამაშში უსარგებლოა ძიუბა. აი ემენიკე უკვე ხვდება, თუ რას ითხოვენ მისგან. ველოდები, რომ ”სპარტაკი” თავდადებით ითამაშებს ”ბარსელონასთან”, თუმცა სავარუდოდ გამარჯვებას ვერ შეძლებს - უფრო სწორად დამარცხდება. ესპანელები მაინც ძლიერები არიან” - განაცხადა ლოვჩევმა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა, ”ბარსელონასა” და ”სპარტაკს” შორის ზეგ, ”ნოუ კამპის” სტადიონზე გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.