ალექსის სანჩესი სათამაშოდ მზადაა!
პეპ გვარდიოლამ მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რომელ 21 ფეხბურთელს შეიყვანს მადრიდის ”რეალთან” გასამართი მატჩის განაცხადში.
21 კაციან განაცხადში ალექსის სანჩესის მოხვედრა ყველაზე სასიხარული ინფორმაციაა. დღევანდელ ვარჯიშში 22 ფეხბურთელი იღებდა მონაწილეობას, რომელთაგანაც განაცხადს მიღმა ”ბარსელონა ბ”-ს ფეხბურთელი, კარლეს პლანასი დარჩა.
ალექსის სანჩესმა დღეს ნორმალურად ივარჯიშა და ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ თუკი პეპ გვარდიოლა საჭიროდ ჩათვლის, მაშინ ის ითამაშებს. ესპანური ”SPORT”-ის ინფორმაციით ჩილელმა დღეს სრული დატვირთით ივარჯიშა და მას ტკივილი საერთოდ არ უგვრძნია. ფეხბურთელი უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ მზადყოფნაშია და ახლა მისი თამაში გვარდიოლაზეა დამოკიდებული. განაცხადში ალექსისის გარდა პირველი გუნდის 17 ფეხბურთელი და ფილიალის 3 მოთამაშე მოხვდა.
პეპ გვარდიოლას 21 კაციანი განაცხადი ასე გამოიყურება: ვალდესი, პინტო, ალვესი, პიკე, პუიოლი, მასკერანო, ადრიანო, ბარტრა, მონტოია, ბუსკეტსი, კეიტა, ტიაგო, ჩავი, ინიესტა, ფაბრეგასი, მესი, ალექსისი, პედრო, კუენკა, ტელიო, აფელაი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]