კუენკა: "ვილანოვა მენდობა"
"ბარსელონას" ახალგაზრდა შემტევის, ისააკ კუენკას თქმით, კატალონიური კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელი ტიტო ვილანოვა მასზე იმედებს ამყარებს.
ცოტა ხნის წინ, ანდორაში, ნაიკის ბანაკი გაიმართა. ბანაკის დახურვის ცერემონიალს ისააკ კუენკაც დაესწრო და მან როგორც ადგილობრივი ბავშვების, ასევე ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
"ყველა მწვრთნელი განსხვავებულია. ყველა მათგანს გარკვეული თვისებების მქონე ფეხბურთელები სჭირდება. ტიტომ მითხრა, რომ იგი ჩცემზე იმედებს ამყარებს და ამის გამო, ძალიან ბედნიერი ვარ" - აცხადებს კუენკა.
როგორც იცით, გასული სეზონის ბოლოს, კუენკამ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და იგი მკურნალობას კვლავ განაგრძობს. "ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სრულად გამოვჯანმრთელდე. იმედი მაქვს, რაც შეიძლება მალე გამოვჯანმრთელდები და გუნდს კარგი თამაშების ჩატარებაში დავეხმარები" - აცხადებს კუენკა, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელებს რჩევას აძლევს - "თუ თქვენ უნდა განაგრძოთ ფეხბურთის თამაში, იყოთ ბედნიერები და იმუშავოთ თავდაუზოგავად.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]