როდის დაბრუნდება ვილია?
ფეხბურთელმა 2 დღის წინ ექიმებისგან სრული გამოჯანმრთელების ცნობა მიიღო, თუმცა მას თამაშის უფლება არ მიუღია. ამით ფეხბურთელის მორალი ამაღლდა. სამშაბათს დავიდი ექიმებს, რიკარდ პრუნას და რამონ კუგატს შეხვდა, რომლებაც მას აუხსნეს, რომ სრული გამოჯანმრთელების ცნობა იმიტომ მისცეს, რომ ხედავენ, რომ ის სრულად აღდგა. ვილიას უთხრეს, რომ მოედანზე დაბრუნება 2 ფაქტორზეა დამოკიდებული: პირველი არის, თუ რა სისწრაფით შეძლებს ის ფიზიკური ფორმის აღდგენას, რაც სავარაუდოდ დიდ დროს არ მოითხოვს. მეორე და მთავარი კი ფსიქოლოგიური აღდგენაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელს არ უნდა ეშინოდეს თამაშის.
ეს არის მთავარი მომენტი, რომელზეც ვერავინ იტყვის, თუ როდის დაბრუნდება ვილია, რათა სრულყოფილი კონკურენცია შეძლოს. ეს არ ნიშნავს, რომ ფეხბურთელი მალე ვერ დაბრუნდება, მან შეიძლება პრე-სეზონის შეხვედრებშიც მიიღოს მონაწილეობა, სადაც ის საკუთარ თავში რწმენის დაბრუნებას შეეცდება.
სხვა საქმეა ოფიციალური შეხვედრები. პრინციპში შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ დავიდი სუპერთასის შეხვედრებში გუნდს ვერ დაეხმარება, ასევე შეიძლება პრიმერას საწყისი მატჩებიც გამოტოვოს. ჰორიზონტზე მოჩანს თარიღი 16 სექტემბერი, როცა გუნდი სანაკრებო პაუზის შემდეგ დაუბრუნდება პრიმერას თამაშს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დავიდი ამ თარიღზე ადრე ვერ დაბრუნდება ან პირიქით გვიან. მისთვის სრულად გამოჯანმრთელების ცნობის მიცემა მორალის ამაღლებისთვის იყო განსაზღვრული.
[media=http://www.youtube.com/watch?v=ezCWimdEm9s]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]