მონტოიამ და ტელიომ ვარჯიში განაახლეს

მონტოიამ და ტელიომ ვარჯიში განაახლეს


დღევანდელი სესიის მთავარი პირები ოლიმპიადიდან დაბრუნებული ფეხბურთელები, მარტინ მონტოია და კრისტიან ტელიო იყვნენ. დოს სანტოსი და ადრიანო გუნდისგან განცალკევებით იტვირთებოდნენ.

ფეხბურთელებმა კვირის ბოლო ვარჯიში ”სიუტატ ესპორტივას” მესამე მოედანზე ჩაატარეს. თანაგუნდელები ოლიმპიადიდან დაბრუნებულ ფეხბურთელებს, მარტინ მონტოიას და კრისტიან ტელიოს შეეგებნენ. მესამე ოლიმპიელი, ჟორდი ალბა სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით 8 აგვისტომდე დაისვენებს.

პირველი გუნდის 19 ფეხბურთელთან ერთად ვარჯიშობდნენ სერხი რობერტო, პლანასი, რაფინია და ტელიო. გუნდმა ხვალ, ”პსჟ”-სთან გასამართი (19:45) მატჩის წინ ბოლო დეტალები დაამუშავა.

ადრიანო და დოს სანტოსი განცალკევებით

ჯონათან დოს სანტოსი, რომელსაც მარჯვენა ფეხზე მცირე დაზიანება აქვს და ადრიანო, რომელმაც გუშინ მარცხენა ქულსში მიიღო დარტყმა გუნდისგან განცალკვებით ვარჯიშობდნენ. ბრაზილიელი ლატარელის მონაწილეობა ხვალინდელ შეხვედრაში კითხვის ნიშნის ქვეშაა.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.