ორმაგი დავალება: ტიტულის მოგება და "რეალის" შეჩერება
ორი ვითარება. რა თქმა უნდა ბოლო 7 მატჩი ბერნაბეუზე წაუგებელი სერიით, აწყნარებს "ბარსელონას" გულშემატკივრებს. მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ მიუხედავად იმ ხუთ ქულიანი სხვაობისა ჩემპიონატში, მადრიდელები გამოვლენ მოედანზე და გაიხარჯებიან ბოლომდე, ოღონდაც მოიგონ. დღევანდელი მატჩი მოითხოვს ბევრ ენერგიას და ემოციას. სავსე ბერნაბეუზე "რეალის" დამარცხება არ იქნება ადვილი. ერთის მხრივ, შეგიძლია მოიგო კიდევ ერთი სუპერთასი, თანაც მადრიდის "რეალთან". მეორეს მხრივ, დაამარცხო "მოუს გუნდი", რომელსაც უკვე სამი ოფიციალური მატჩის განმავლობაში 1 მოგებაც არ აქვს. ეს ნამდვილი გამოძახილია ბევრი "კულესთვის"! ტიტოს სტარტი შესანიშნავი და პოზიტიურია, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ფეხბურთელებს შემორჩათ ის გამარჯვების წადილი, რომელიც გუარდიოლამ მათში ჩანერგა.
ორი პრობლემა. ლიდერობამ ჩემპიონატში არ უნდა მოადუნოს ჩვენი ფეხბურთელები. დღესდღეობით ორი სახიფათო მომენტი არსებობს. დაცვის ხაზი თამაშობს ძალიან თავისებურად. გავიხსენოთ, "რეალ სოსიედადმა" როგორც კი იგდო ბურთი ხელთ, გადმოვიდა რა ჩვენს საჯარიმოსკენ, მივიღეთ გოლი. ასევე იყო კლასიკოზე გაშვებული კუთხურიდან მოწოდებული გოლი. "ოსასუნა", რომელმაც 15-ჯერ გაარღვია ჩვენი დაცვის ხაზი. ამიტომ, მოდით მეტი ყურადღება მივაქციოთ დაცვას, ეს ხომ "რეალია", ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი კონტრშეტევებში. მეორე პრობლემა: გადამწყვეტი დარტყმა მოწინააღმდეგის კარის მიმართულებით. კი ჩვენ ძალიან დიდხანს ვფლობთ ბურთს, მაგრამ ეს იშვიათად სრულდება მოწინააღმდეგის კარი მიმართულებით გადამწყვეტი დარტყმით. ყველაფერი უარესად იქნებოდა რომ არა მესი: პამპლონაში მან სულ რაღაც 4 წუთში შეძლო თამაშის მიმდინარეობის შემოტრიალება.
შებოჭილი მადრიდი. პრესინგი, რომლის ქვეშაც დღეს საღამოც "რეალს" მოუწევს თამაში, შესაძლოა მათთვის სატყუარა აღმოჩნდეს. მათ აუცილებლად უნდა გაიმარჯვონ, რათა მოედანი სტვენის თანხლებით არ დატოვონ. დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა მოურინიოს შემადგენლობა. შესაძლოა ის შეეცდება შეცდომების გამოსწორებას, მაგრამ მოურინიოს ტაქტიკა სახელად "ანტი-ბარსა" თითქმის ყოველთვის კრახს განიცდიდა. მას არც კი უფიქრია შეტევის გაძლიერება, პირიქით მოურინიომ დაცვითი თამაში არჩია. თუკი ის დღესვე გამოიყვანს ლუკა მოდრიჩს, ეს იქნება იმპროვიზირებული თამაში ხიფათის ქვეშ. ამ მატჩში უნდა ითამაშონ უკეთესად ფეხბურთელებმა, რომელთა სახელებიც ჩვენთვის უკვე ცნობილია: ვალდესი, ალვეში, მასკერანო, პიკე, ხავი, ბუსკეცი, ინიესტა, პედრო, მესი და ალექსისი. ამ გუნდს ნამდვილად შეუძლია "რეალის" შეჩერება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]