გვარდიოლა მსაჯის გაკრიტიკებისთვის დააჯარიმეს

გვარდიოლა მსაჯის გაკრიტიკებისთვის დააჯარიმეს

გვარდიოლა მსაჯის გაკრიტიკებისთვის დააჯარიმეს

კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა ესპანეთის ფეხბურთის დისციპლინის კომიტეტმა დააჯარიმა 15000 ევროთი, მსაჯი, კლოს გომესის გაკრიტიკების გამო.

მარტის თვეში, "ალმერიასთან" მატჩის დროს, გომესმა გააძევა გვარდიოლა მინდვრიდან მსაჯის გადაწყვეტილებაზე პროტესტის გამოთქმის შემდეგ. ყველაზე მთავარი ისაა, რომ მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, პეპმა გომესზე და მის ასისტენტ მსაჯ, გალეგო გალინდოზე განაცხადა: "მე ბოდიშს ვიხდი ჩემი საქციელის გამო, თუმცა ისინი მატყუარები არიან და ეს თვითონაც კარგად იციან."  ამ კომენტარის შემდეგ, მსაჯთა ასოციაციამ პროტესტი გამოთქვა. სწორედ ამის შემდეგ დაეკისრა ესპანელ მწვრთნელს 15000 ევრო ჯარიმის სახით. გვარდიოლას ჯარიმის გადასახდელად ზუსტად 10 დღე მიეცა.

წყარო: totalbarca.com 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.