ბუსკეტსი: მთავარი ვარსკვლავი მესი იქნება

ბუსკეტსი: მთავარი ვარსკვლავი მესი იქნება

ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა ესპანურ გაზეთ El Pais-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დარწმუნებულია საკუთარი ნაკრების ძალებში. ახალგაზრდა ფეხბურთელი თვლის, რომ ესპანელებს ყველაზე რთული დავალებების შესრულება შეუძლიათ.
"დიახ, მსოფლიოს ჩემპიონები არასდროს ვყოფილვართ, მაგრად ყოველთვის კარგად ვთამაშობდით. ძალიან ხშირად არ გვიმართლებდა. ახლა ბრწყინვალე გუნდი გვყავს, რომელსაც ყველაფერი შეუძლია. ეროვნული ნაკრების ყველა ფეხბურთელი საბრძოლველადაა განწყობილი", - განაცხადა ბუსკეტსმა.
რაც შეეხება იმას, თუ ვინ გახდება მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ვარსკვლავი, სერხიომ განაცხადა, რომ ეს ფეხბურთელი ლიონელ მესი იქნება, რომლის მხარდამხარაც ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ითამაშებენ.

წყარო: Championat.ru

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.