პედრო: ”მალე ვილია საუკეთესო ფეხბურთს შემოგვთავაზებს”

პედრო: ”მალე ვილია საუკეთესო ფეხბურთს შემოგვთავაზებს”

 

”ბარსელონას” თავდამსხმელს, პედრო როდრიგესს ეჭვი არ ეპარება, რომ მისი თანაგუნდელი, დავიდ ვილია მალე უმაღლეს დონეზე იასპარეზებს.

 

შეგახსენებთ, რომ ვილიამ გასული წლის დეკემბერში მარცხენა ფეხი მოიტეხა, რის გამოც მას 8 თვიანი უქმობა მოუწია.

 

შემიძლია გითხრათ, რომ დავიდი ახლა უკვე კარგ ფორმაშია. ის ვარჯიშებზე შემდეგი შემართებით იტვირთება: დიდი სურვილი და საკუთარი თავის რწმენა. მალე ის ოპტიმალურ ფორმაში იქნება და ყველა იმ ფეხბურთელს დაინახავს მასში, როგორსაც იცნობდნენ. ვილია შესანიშნავად მოქმედებს მეტოქე გუნდის საჯარიმოში და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. დარწმუნებული ვარ, რომ ის დიდ სარგებელს მოუტანს ”ბარსელონას” და ესპანეთის ნაკრებს” - განაცხადა პედრომ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.