”ბარსელონა” - ”სელტა”. ტიტო ვილანოვა მატჩის შემდეგ

”ბარსელონა” - ”სელტა”. ტიტო ვილანოვა მატჩის შემდეგ

 

მატჩის შემდეგ პრეს-კონფერენციაზე ტიტო ვილანოვა არ მალავდა სიხარულს მორიგი გამარჯვების გამო, რამაც გუნდს ახალი რეკორდი დაამაყრებინა და ერთპიროვნულ ლიდერად აქცია. ”ასეთი მიღწევები ადვილი დასამყარებელი არ არის. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვიარეთ და გუნდების დამარცხების შემდეგ ასეთ შედეგამდე მივედით. ჩვენს მიღწევებს უკვე განიხილავენ, თუმცა მის გაუმჯობესებას შევეცდებით. ასევე მინდა ”სელტას” მივულოცა, რომელმაც რამდენიმე ეპიზოდში ისე თამაშის საშუალება არ მოგვცა, როგორც გვსურდა”.

 

”პიკემ შეიძლება ”სელტიკთან” ითამაშოს”

 

ადირანო, რომელიც დღევანდელ შეხვედრაში დაშავდა და 3 კვირას გამოტოვებს ტრავმირებულ ფეხბურთელთა გრძელ სიას შეუერთდა. ”ადრიანოს ტრავმა ძალიან სამწუხაროა. შოტლანდიაში გამგზავრების წინ, ორშაბათის ვარჯიშზე თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშებენ ხერარდ პიკე და კარლეს პუიოლი, სადაც ვნახავთ მათ მდგომარეობას. შეიძლება პიკე გლაზგოში წამოვიდეს, თუმცა 100 პროცენტიან გატანტიას არ ვიძლევი”.

 

მესი და ვილია

 

ვილანოვამ ასევე ახსნა, თუ რატომ დააყენა არგენტინელი ძირითად შემადგენლონაში, რომელმაც პარასკევის ვარჯიში გამოტოვა: ”ის მზად იყო თამაშისთვის და მთხოვა, რომ მოწადინებული იყო სათამაშოდ. მისი დაზიანება სერიოზული არ არის. ის თავს კარგად გრძნობს, უბრალოდ დარტმა მიიღო ფეხში. თავდაპირველად ძალიან შევშინდით, როცა მან ხელი მუხლზე მოიკიდა, თუმცა არაფერი სერიოზული არ მომხდარა”.

 

მწვრთნელმა პრეს-კონფერენცია დავიდ ვილიაზე მილოცვით დაასრულა: ”ის მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს წინ” - განაცხადა ტიტომ, რომელამც აღნიშნა, რომ თავდამსხმელმა ბოლო 3 თამაშში მოახერხა თავის გამოჩენა: ”ძალიან სასიხარულოა, რომ ის კარგად ბრუნდება კონკურენტულ ფეხბურთში. ის ისევე მოწადინებულია, როგორც ყოველთვის იყო, რაც ასეთი სერიოზული ტრავმის შემდეგ ძალიან კარგია”.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.