მარკესი: "ძალიან მინდა "ბარსელონაში" დარჩენა"
რაფაელ მარკესი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნითი მატჩის ერთ-ერთი მთავარი გმირი გახდა. "ბლაუგრანელმა" გოლი გაიტანა და თავის ნაკრებს ქულა მოუტანა. მატჩის შემდეგ მექსიკელმა კლუბში თავის მომავალზე ისაუბრა.
მარკესმა კონტრაქტი ახლახანს გაახანგრძლივა 2012 წლამდე, მაგრამ მის გარშემო ჭორები მუდმივად გორდება. ახლა ყველაფერი ფეხბურთელiსა და "ბარსელონას" მონდომებაზეა დამოკიდებული.
ყოველ შემთხვევაში, მექსიკელისთვის ერთი რამ ცხადია: მისი სურვილი დარჩეს თავის ამჟამინდელ კლუბში. "მართალია, რომ წინა სეზონში ბევრი თამაში არ მომიწია და ჯერ კიდევ გასარკვევია, ვჭირდებია თუ არა კლუბს ან მწვრთნელს, მაგრამ ძალიან მინდა "ბარსელონაში" დარჩენა. შვიდი სეზონი ამ კლუბში გავატარე და ეს ცოტა არ არის." - განაცხადა მარკესმა "RAC-1"-თან ინტერვიუში.
"ჩემთვის დიდი პატივი იქნება კატალონიურ კლუბში კარიერის გაგრძელება. ორი წელი დამრჩა კონტრაქტით გათვალისწინებული. თავს ბედნიერად ვგრძნობ "ბარსაში" და კარგი იქნება თუ ამ პერიოდს კატალონიაში გავატარებ." - დაასრულა რაფაელმა. ალბათ ყველასთვის ნათელია მექსიკელის სურვილი, დარჩეს "ბარსაში" და კიდევ ბევრჯერ მოირგოს ლურჯ-წითელი მაისური.
წყარო: www.sport.es
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]