მაგიური ინიესტა
ანდრეს ინიესტა მოედანზე ბრწყინავდა. ვალენსიაში გამართულ შეხვედრაში ნახევარმცველმა შესანიშნავად წარმოაჩინა თავი. 2–ჯერ საგოლედ მან ლეო მესის უპასა, ასევე მისი გადაცემით მოახერხა გოლის გატანა სესკ ფაბრეგასმა, საკუთარი გოლი ინიესტამაც გაიტანა. მესი–ინიესტას ტანდემს მხოლოდ 10 წუთი დასჭირდა "ლევანტეს" დაცვის გასარღვევად. ანდრესს მიმდინარე სეზონში 3 გოლი აქვს გატანილი. პრიმერაში ეს მისი პირველი გოლი იყო. ჩემპიონთა ლიგაში და ესპანეთის თასზე თავის გამოჩენის შემდეგ ესპანელმა თავი საშინაო ჩემპიონატშიც გამოიჩინა შესანიშნავი დარტყმით.
მესის 3 გოლი აშორებს მიულერამდე
82 გოლის გატანის შემდეგ ლეო მესის მიულერის 1972 წელს დამყარებული რეკორდის განმეორებამდე 3 ბურთის გატანი სჭირდება. პრიმერას მიმდინარე სეზონში ლეოს 13 შეხვედრაში 19 გოლი აქვს გატანილი. მისი გოლები გუნდს არა მხოლოდ გამარჯვებაში ეხმარება, არამედ ლა ლიგის ისტორიაში საუკეთესო სტარტის განმეორებაში. ტიტო ვილანოვას გუნდმა უკვა გააუმჯობესა ლუი ვან გაალის "ბარსას" მიღწევა. არგენტინელი მოთამაშის დიდებული საგოლე ალღო კატალონიურ გუნდს ასევე დაეხმარა მადრიდის "რეალთან" 11 ქულიანი ჰანდიკაპის შექმნაში.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]