კუენკა გუნდს დაუბრუნდა

კუენკა გუნდს დაუბრუნდა

 

"სიუტატ ესპორტივაზე" დღეს გამართულ სესიაზე მთავარი სიახლე ისააკ კუენკას დაბრუნება იყო. ფეხბურთელი თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშს 6 თვის შემდეგ დაუბრუნდა. მას ზაფხულში მუხლზე ოპერაცია ჩაუტარდა. პირველი გუნდის ფეხბურთელებთან ერთად სესიაზე ფილიალის მოთამაშეები იმყოფებოდნენ: ტელიო, დეულოფეუ, ილიე, პლანასი, სერხი რობერტო, კიკო და ოიერი. თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობდა დავიდ ვილია, რომელიც უსაფრთხოების მიზნით კვირას ვალენსიაში არ გაემგზავრა.

 

როგორც წესი ის მოთამაშეები, რომლებიც გუშინდელ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყვნენ მსუბუქად იტვირთებოდნენ. დანარჩენი მოთამაშეები კი უფრო დიდი დატვირთვით ვარჯიშობდნენ. სესიაზე არ იმყოფებოდა დანი ალვესი, რომელმაც გუშინდელ შეხვედრაში ბარძაყის დაზიანება მიიღო და მოედანზე მიღმა 15–20 დღე დარჩება.

 

ესპანეთის სამეფო თასზე "ალავესთან" გასამართი შეხვედრისთვის მზადება გუნდი ხვალ, კვლავ "სიუტატ ესპორტივაზე" გააგრძელებს.

 

 

                                   [media=http://www.youtube.com/watch?v=nKaIPsuSmMs]

 

სურათები:

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.