ანტიჩი: "ვიმედოვნებ, რომ "ატლეტიკო" წარმატებულად ითამაშებს "ბარსელონასთან"

ანტიჩი: "ვიმედოვნებ, რომ "ატლეტიკო" წარმატებულად ითამაშებს "ბარსელონასთან"

მადრიდის "ატლეტიკოს" ექს-მწვრთნელმა რადომირ ანტიჩმა იმედი გამოთქვა და სჯერა, რომ გუნდი "ბარსელონას" წინააღმდეგ წარმატებულად იასპარეზებს. იტყობინება, ესპანური პრესა. 

 

შეგახსენებთ, რომ დიეგო სიმეონესა და ტიტო ვილანოვას დაპირისპირება ლა ლიგის შემდეგ, მე-16 ტურში გაიმართება 16 დეკემბერს. 

 

"კვირას "ატლეტიკოს" კარგი შანსი აქვს სათანადოდ იმოქმედოს და პრეტენზია გამოთქვას წარმატების მიღწევაზეც. დიდ კლუბს თავისი ნამდვილი სახეც უნდა გააჩნდეს." - თქვა ანტიჩმა. 

 

კატალონიელთა შემტევზე ლიონელ მესიზე კი ანტიჩმა ასეთი კომენტარი გააკეთა: "მესისთვის ეპითეტებიც არ მყოფნის. ის ნამდვილი მკვლელია, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ნაკლებად იღებს მონაწილეობა გუნდურ თამაშში." - დაასრულა ანტიჩმა. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.