ანტიჩი: "ბარსელონა" ამჟამად "ატლეტიკოს" არ აღემატება"
კატალონიის "ბარსელონას" და მადრიდის "ატლეტიკოს" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, რადომირ ანტიჩმა, თავისი მოსაზრებები გაგვიზიარა ესპანეთის ჩემპიონატის მე-19 ტურის მატჩზე, სადაც ერთმანეთს ჩემპიონატის ლიდერები დაუპირსპირდებიან.
შეგახსენებთ, რომ მატჩი გაიმართება მადრიდში, "ვისენტე კალდერონის" სტადიონზე.
"მე ვერ ვიტყოდი, რომ "ბარსელონა" ამ მომენტში უკეთეს მდგომარეობაში იმყოფება, ვიდრე "ატლეტიკო". მიმდინარე სეზონში მადრიდელები შესანიშნავ ფეხბურთს აჩვენებენ. "ატლეტიკოს" ფეხბურთელები თავდაჯერებულნი არიან თავიანთ ძალებში და ხასიათში, ახდენენ დაბალანსებული თამაშის დემონტრაციას. ალბათ, "ბარსელონა" ფავორიტად მიიჩნევა, მაგრამ ამ ეტაპზე ეს საუკეთესო თამაში იქნება, რომელიც შესაძლოა ვიხილოთ", - განაცხადა ანტიჩმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]