პირველი წრის შეჯამება
"მალაგასთან" მატჩის დასრულების შემდეგ დასრულდა ლა ლიგის პირველი წრე, ამასთან მინდა უკან მოტოვებული სეზონის შეჯამება გავაკეთო.
სეზონის დასაწყისში დავწერე სტატია, რომელშიც ნათლად აისახება თუ რას ელოდნენ გულშემატკივრები. არც კულეები ითხოვდნენ ბევრს, რადგან გაგებით ეკიდებოდნენ მწვრთნელის ცვლილებას. ესმოდათ ტიტოს გამოუცდელობაც ამ საქმიანობაში.
სეზონის დასაწყისში ვინმეს, რომ ეთქვა "ბარსელონასა" და "რეალს" შორის სხვაობა 18 ქულა იქნებაო, ალბათ გიჟი ეგონებოდათ. არადა ყველაფერი მადრიდელების სასარგებლოდ იყო. გუნდი ფორმაშია, გუნდი შეიკრა, როგორც იქნა გადალახეს კლასიკოს შიში, როგორც იქნა მოიგეს ტიტული. მაგრამ მსგავსი ქამბექი ხშირად დამთრგუნველია მოწინააღმეგისთვის.
რა შეიცვალა? გუნდი ისევ ისე ფლობს ბურთს უმეტესად არავის შეცვლია პოზიცია. ერთადერთი რაც შეიცვალა, გუნდი უფრო ანგარიშზე ორიენტირებული გახდა. რა თქმა უნდა არ ავიწყდებათ გუნდის ფილოსოფიაც, ბურთის ფლობა, პასი, ჩვეული ტიკი-ტაკა, მაგრამ გვარდიოლას ერაში არცერთი ფეხბურთელი საჯარიმოს გარედან ტყუილად არ ურტყამდა. ახლა იერიში პირდაპი კარისკენ მიაქვთ. შეიცვალა ერთი რამ. გუნდი კლასიკური ფეხბურთიდან უფრო სანახაობრივ ფეხბურთზე გადავიდა. გახშირდა ფინტები, სანახაობრივი ილეთები, თუ შეიძლება ასე დავარქვათ. ფეხბურთელებს უფრო მეტი თავისუფლება მიეცათ, რომ გამოავლინოს საკუთარი ინდივიდუალური მხარეები და ამით გუნდს რაიმე შემატონ.
ჯერ-ჯერობით რთულია თქმა გაამართლა თუ არა ტიტო ვილანოვამ. წინ კიდევ უფრო დიდი გამოცდები ელის მას. ჩემპიონთა ლიგის მოწინააღმდეგე "მილანია". თუ მას გავცდით, მეტოქე უფრო და უფრო გართულდება. ლა ლიგა უფრო დაიძაბება და ალბათ მადრიდის "რეალის" მოასწრებს გამოფხიზლებას. კოპა დელ რეი უკვე დაძაბული გახდა.
ახლა, რომ ვინმემ თქვას, მადრიდის "რეალი" პირველე გადავაო, ალბათ გიჟს დაუძახებთ, მაგრამ ყველაფერი ხდება. დაველოდოთ..
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]