დეტალები დეულეფეუს მომავალზე

დეტალები დეულეფეუს მომავალზე

 კლუბ "ბარსელონაში" ახალგაზრდა, ნიჭიერი კანტერანოს, ჟერარდ დეულეფეუს მომავალი გარკვეულ შეშფოთებას იწვევს. საქმე ისაა, რომ ჟერარდი, ისევე როგორც ვალდესი მუშაობს ისეთ ცნობილ საფეხბურთო აგენტთან, როგორიც  გინეს კარვახალია. სენსაციური სიახლის შემდეგ, რომელიც ითვალისწინებს ვალდესის კონტრაქტის ამოწურვას, კლუბის ხელმძღვანელობას სურს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს ჟერარდ დეულეფეუს კონტრაქტი გაუხანგრძლივოს, რომელიც 2014 წლის 30 ივნისს იწურება. ამ ხელშეკრულების თანახმად მისი გამოსასიდი თანხა 10 მილიონ ევროს შეადგენს, რაც ევროპულ გრანდებს არ აშინებს. აღსანიშნავია ისიც, რომ თავად ფეხბურთელმა "ბარსაში" დარჩენის სურვილი გამოთქვა. 

სუპერაგენტი
გინეს კარვახალი მუშაობდა ისეთ ცნობილ ფეხბურთელთან, როგორიც რაულ გონსალესია, რომელიც ამჟამად "ალ სადში" თამაშობს. თავად კარვახალმა დიდი ხნის წინ შეიქმნა ქარიზმატული, მგრძნობიარე და შრომისმოყვარე აგენტის იმიჯი. წლების განმავლობაში ის მუშაობდა ისეთ დიდ ფეხბურთელებთან, როგორებიც კასილიასი (2008 წლის აპრილამდე) სოლგადო, მორიენტესი და კანისარესი არიან. გარდა ამისა, ის ყოველთვის თვალს ადევნებდა ახალგაზრდა მოთამაშეებს და დღეს ის მუნიესას და ხესეს ("კასტილია") ინტერესებს იცავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.