იბრას "ბარსელონასთან" პირველ შეხვედრაში თამაშის შანსი აქვს

იბრას "ბარსელონასთან" პირველ შეხვედრაში თამაშის შანსი აქვს

"პარი სენ ჟერმენის" შვედმა თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, შესაძლოა, "ბარსელონას" წინააღმდეგ, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩში ითამაშოს.

როგორც იცით, იბრას ჩემპიონთა ლიგაზე 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს, რომლის ერთი მატჩიც მან უკვე მოიხადა. ამჟამინდელი მდგომარეობით, ზლატანმა "ბარსელონასთან" გასამართი პირველი თამაში უნდა გამოტოვოს, მაგრამ როგორც ირკვევა, ფრანგულ კლუბს გუნდის ლიდერის დისკვალიფიკაციის გადწყვეტილება გასაჩივრებული აქვს და არაა გამორიცხული, UEFA-მ იბრაჰიმოვიჩს სასჯელი შეუმსუბუქოს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, UEFA გადაწყვეტილებას 26 მარტს მიიღებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.