”ბარსელონა” ზაფხულში 4 ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს
”ბარსელონა” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს 4 ტრანსფერის განხორციელებას აპირებს, იტყობინება ”Sport.es”.
კატალონიური კლუბი აპირებს მეკარის, ცენტრალური მცველის და ”სანტოსის” თავდამსხმელის, ნეიმარის შეძენას. მეოთხე ფეხბურთელის პოზიცია ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილი არ არის, ეს იქნება ან თავდამსხმელი ან მარცხენა მცველი.
აღსანიშნია ისიც, რომ კლუბი ზაფხულში მეკარის შეძენას აპირებს მიუხედავად იმისა, დარჩება თუ არა ვიქტორ ვალდესი გუნდში 2014 წლამდე. ასეთი გადაწყვეტილებები შეხვედრაზე იქნა მიღებული, რომელსაც ესწრებოდა პრეზიდენტი სანდრო როსელი, ვიცე-პრეზიდენტი ხოსეპ მარი ბართომეუ, სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა, მთავარი მწვრთნელი ტიტო ვილანოვა და მისი თანაშემწე ჟორდი როურა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]