ვილანოვა იმედებს ”ბარსელონა ბ”-ს თავდამსხმელზე ამყარებს

ვილანოვა იმედებს ”ბარსელონა ბ”-ს თავდამსხმელზე ამყარებს

”ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ტიტო ვილანოვა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აღარ აპირებს თავდამსხმელის შეძენას, იტყობინება Mundo Deportivo. 

გავლენიანი ესპანური ტაბლოიდის ცნობით, ესპანელი სპეციალისტი მზად არის დაელოდოს ”ბარსა ბ”-ს ამომავალ ვარსკვლავს, 18 წლის ჯენ-მარი დონგუს, რომელიც თანატოლებში ფანტასტიურ დონეზე თამაშობს. იგი კლასიკური ცხრიანის პოზიციას იკავებს და არაერთ გოლს იტანს.

შეგახსენებთ, რომ საზაფხულო გეგმებზე ასევე ისაუბრა ანდონი სუბისარეტამ. მას არ უხსენებია ახალგაზრდა ტალანტი, თუმცა თქვა, რომ კლუბი ამჟამად არ საჭიროებს მაღალი დონის ფორვარდს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.