შესაძლოა, თუ არა მესი ციხეში მოხვდეს?!
არგენტინელი ვარსკვლავისთვის ზაფხული საკმაოდ "ცხელი" გამოდგა. როგორც მოგეხსენებათ, მას ბარლი გადასახადების დაფარვაში დასდეს, რის გამოც შესაძლოა თავი გისოსებს მიღმა ამოყოს. ესპანურმა გამოცემამ "Marca" გამოაქვეყნა ძალიან საინტერესო სტატია, სადაც ბოლოს დროს ყველაზე ხშირად დასმული კითხვებია მოცემული და მათზე პასუხებიც არის გაცემული.
უნდა წარსდგეს, თუ არა მესი სასამართლოს წინაშე უახლოეს დღეებში?
არა. იმისათვის, რომ მესი სასამართლოს წინაშე წარდგეს, ჯერ საგადასახადო ორგნოების მიერ შეტანილი საჩივარი ოფიციალურად უნდა დადასტურდეს, როგორც ხელჩასაჭიდი მტკიცებულება. ბრალდებულის უდანაშაულობა დამტკიცებულია მანამ, სანამ მოსამართლე საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
იმ შემთხვევაში, თუ მას დამნაშავედ სცნობენ, ემუქრება, თუ არა ციხე?
ეს არ არის აუცილებელი. მესი ციხეში მოხვდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ის იქნებოდა ნასამართლევი, ან წინა წლებში მინიმუმ ორი წელი მაინც ექნებოდა ციხეში გატარებული. მიუხედავად იმისა, რომ კანონის თანახმად მსგავსი დანაშაული ორიდან ექვს წლამდე პატიმრობით ისჯება, გადასახადის არ გადახდა არ ნიშნავს მის დაფარვას/დამალვას. მსგავსი საქმეების უმრავლესობაში, დამნაშავეს მხოლოს ჯარიმის გადახდა ეკისრება.
თუ ის დამნაშავეა, მოუწევს თუ არა ფულის უკან დაბრუნება?
ეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, მაგრამ ძირითადად მსგავსი საქმეების დროს, სასამართლო დამნაშავეს ფულს უკან აბრუნებინებს, რასაც ჯარიმით განსაზღვრული თანხაც ემატება.
იმ შემთხვევაში, თუ ის დამნაშავედ სცნეს რა რაოდენობის ჯარიმა დაეკისრება ?
კანონის თანახმად, ჯარიმა უნდა იყოს გადაუხდელი თანხის მინიმუმ ორმაგი და მაქსიმუმ ექვსმაგი ოდენობა. გამოდის, რომ თუ მესის ჯარიმა დააკისრეს, ის რვიდან 25 მილიონამდე გადაიხდის, რასაც თავის დროზე გადაუხდელი 4.1 მილიონი დაემატება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]