სინირიონი: ”მესი მუნდიალისთვის შეიძლება ფიზიკურად მზად არ იყოს”

სინირიონი: ”მესი მუნდიალისთვის შეიძლება ფიზიკურად მზად არ იყოს”

არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ფიზიკურ მომზადებაში, ფერნანდო სინიორინი თვლის, რომ ლიონელ მესიმ შესაძლოა ვერ აღიდგინოს ოპტიმალური ფორმა 2014 წლის მუნდიალისთვის, იტყობინება ესპანური პრესა.

სინიორინი არგენტინელი ფეხბურთელის მოუმზადებლობას აბრალებს მძიმე დატვირთვებს, რომლებსაც ლეო როგორც ”ბარსელონაში”, ისე არგენტინის ნაკრებშიც იღებს.

”70-იან 80-იან წლებში, ფეხბურთელები ერთ სეზონში საშუალოდ 80-90 მატჩს ატარებდნენ, ხოლო ახლა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ვალდებულია ერთ სეზონში 120 მატჩი ჩაატაროს. მნიშვნელობა არ აქვს იქნება ეს კლუბი, თუ ეროვნული ნაკრები. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ცუდი შედეგი მოჰყვება. ფეხბურთელი ვეღარ ახერხებს ტრავმების თავიდან არიდებას და შესაბამისად, ოპტიმალურ ფორმაში ყოფნას. მას აუცილებლად სჭირდება დასვენება, სხვა შემთხვევაში იგი იქნება სრულიად მოუმზადებელი 2014 წლის მუნდიალისთვის.” - განაცხადა ფერნანდომ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.