ნეიმარის მამამ "სანტოსისა" და "ბარსელონასაგან" 35 მილიონი ევრო მიიღო

ნეიმარის მამამ "სანტოსისა" და "ბარსელონასაგან" 35 მილიონი ევრო მიიღო

კატალონიის "ბარსელონას" ახალწვეულის, 21 წლის ნეიმარის მამამ, საკუთარი შვილის ტრანსფერში ყველაზე მეტი თანხა აიღო "სანტოსისა" და "ბარსელონასაგან". შეგახსენებთ, რომ ივნისის დასაწყისში "ბარსელონას" ნეიმარის ტრანსფერი 49 მილიონი ფუნტი დაუჯდა. ტრანსფერის დეტალები კი ცნობილი მხოლოდ ამ ეტაპზე გახდა.

აღმოჩნდა, რომ თავად ფეხბურთელის ტრანსფერში "ბარსელონამ" 14,8 მილიონი ფუნტი გადაიხადა, რადგან მას "სანტოსსთან" კონტრაქტში კიდევ ერთი წელი ჰქონდა დარჩენილი. აღმოჩნდა, რომ თავდამსხმელის განცხადება რომელიც ამბობდა, რომ საკუთარ კლუბს მის თავში ბევრის გამომუშავებაში ეხმარებოდა უბრალოდ მითი აღმოჩნდა. რადგან აქ ლოგიკური კითხვა ჩნდება: "სად წავიდა დანარჩენი 35 არც თუ ისე დიდი მილიონი ?"

დარჩენილი 35 მილიონი "ბარსელონამ" დახარჯა სხვადასხვა აუცილებელ საკომისიო გადასახადებში და ასევე სააგენტოში. როგორც ჩანს ყველა საკომისიო გადასახადები ერთ ადამიანთან მიდის - ნეიმარის მამასთან. 

გამოვიდა, რომ ნეიმარ უფროსმა საკუთარი შვილის ევროპაში ტრანსფერში, 35 მილიონი ფუნტი აიღო, ხოლო კლუბი რომელიც ფეხბურთელს მთელი ცხოვრების განმავლობაში ზრდიდა 45%-იც არ ეკუთვნოდა, საუბარია "სანტოსსზე".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.