ნეიმარის მამა: "ჩვენ არანაირი ავანსი არ მიგვიღია 10 მილიონი ევროს სახით 2011 წელს "ბარსელონასაგან"
კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილიელი ახალწვეულის, 21 წლის ნეიმარის მამამ, რომელიც საკუთარი შვილის აგენტიც გახლავთ, ყოველგვარი ინფორმაცია უარყო იმის თაობაზე, რომ თითქოს ბრაზილიელში ავანსის სახით 10 მილიონი ევრო მიიღო.
"ის თანხა გარკვეული უფლებების შესაძენად კომპანია DIS-ს ეკუთვნოდა. თუმცა მათ არ სურდათ საკუთარი უფლებების წილის გაყიდვა. ამიტომ მე არ ვიცი თუ სად წავიდა ეგ თანხა, ჩვენ არაფერი არ მიგვიღია." - განაცხადა, ნეიმარ და სილვამ.
აქამდე საინვესტიციო ჯგუფის DIS-ის წარმომადგენელმა რობერტო მორენომ განაცხადა, რომ კატალონიის "ბარსელონამ" 2011 წლის ნოემბერში ფეხბურთელში 10 მილიონი ევრო გადაიხადა და ამით ფეხბურთელზე გარკვეული უფლებები და წინასწარი კონტრაქტი გამოისყიდა, ასეთი ქმედებები კი ფიფას მიერ მკაცრად არის აკრძალული.
შეგახსენებთ, რომ ტრანსფერში "ბარსელონამ" 57 მილიონი ევრო გადაიხადა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]