საინვესტიციო ჯგუფი Sonda, რომელიც ნეიმარზე 40% უფლებებს ფლობდა, "ბარსელონას" უჩივლებს
საინვესტიციო ჯგუფ Sonda-ის პრეზიდენტმა ხოსე ბარალმა, რომელიც ნეიმარის "სანტოსში" ყოფნისას მასზე 40% უფლებებით სარგებლობდა, განაცხადა, რომ ორგანიზაცია "ბარსელონას" სასამართლოში უჩივლებს იმის გამო, რომ კატალონიურმა კლუბმა საკმარისი თანხა არ გადაიხადა ფეხბურთელის ტრანსფერში.
"ჩვენ ვამზადებთ დოკუმენტებს სასამართლოსთვის. ჩვენი ჯგუფი ნეიმარზე 40% უფლებებს ფლობდა, მაგრამ ჩვენ არ მიგვიღია საჭირო თანხა ფეხბურთელის ტრანსფერიდან. ჩვენ მივიღეთ მხოლოდ 17 მილიონის 40% — 6,8 მილიონი ევრო. ჩვენ კიდევ 16 მილიონი გვეკუთვნის. სწორედ ამიტომ ვაპირებთ სარჩელის შეტანას", — თქვა ბარელმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]