"ლევანტეს" თინეიჯერმა "ბარსას" ყურადღება მიიპყრო

"ლევანტეს" თინეიჯერმა "ბარსას" ყურადღება მიიპყრო

19 წლის ნახევარმცველ ვიქტორ კამარასას, ჯერ ლა ლიგაში არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია, თუმცა მან უკვე შეძლო ისეთი კლუბების ყურადღების მიპყრობა, როგორებიც ეს კატალონიის "ბარსელონა", მადრიდის "რეალი" და "ვალენსია" არიან.

Mundo Deportivo ამ ბიჭს ფიზიკურად ძლიერ და ტექნიკურად უნიჭიერეს ფეხბურთელად აღწერს. ესპანური გამოცემა მას "ვალენსიას" ყოფილ მოთამაშეს, რუბენ ბარახას ადარებს. 

როგორც უკვე გითხარით, კამარასას ესპანეთის პირველ ლიგაში არასდროს უთამაშია, თუმცა წინასასეზონო მომზადებისას, იგი "ლევანტეს" პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა.

აღსანიშნავია, რომ მისი მიმდინარე კონტრაქტი კიდევ ორი წელია ძალაში, მაგრამ ამ ვადის ბოლომდე ამოწურვა ძალიან საეჭვოა. Mundo Deportivo მიიჩნევს, რომ სულ მალე "ბარსელონა" ოფიციალური შეთავაზების გაკეთებას გეგმავს, რათა კამარასას გადაბირებისთვის ბრძოლაში კონკურენტებს სერიოზულად გაუსწროს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.