სუბისარეტა: "კლასიკოში" გამარჯვება გასაოცარია, მაგრამ წინ კიდევ გრძელი სეზონია"

სუბისარეტა: "კლასიკოში" გამარჯვება გასაოცარია, მაგრამ წინ კიდევ გრძელი სეზონია"

კატალონიის "ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ გუშინდელი მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ "ელ კლასიკოში" გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა. იტყობინება, Football Espana.

"ელ კლასიკოში" გამარჯვების შემდეგ ყოველთვის სასიამოვნო გრძნობა რჩება. პირველ ტაიმში გუნდმა შესანიშნავად ითამაშა, ტაქტიკური თვალსაზრისით, მეორე ტაიმში - "რეალს" რამოდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი ალექსისის გოლმა გადაწყვიტა. ამ გოლის პარალელურად თავი კარგად გამოიჩინა, ნეიმარმაც, მან ფანტასტიკურად ითამაშა. ოქტომბერში არაფერი გადამწყვეტი არ ხდება სეზონისათვის. რა თქმა უნდა, გასაოცარია, როდესაც "რეალს" 6 ქულით უკან ჩამოიტოვებ, მაგრამ წინ ბევრი მნიშვნელოვანი მატჩი გველის." - განაცხადა, სუბისარეტამ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.