Bild: "შტეგენი კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს"
როგორც ცნობილი გამოცემა Bild-იუწყება, "გლადბახის" ახალგაზრდა გერმანელი გოლკიპერი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, კარიერას კატალონიის "ბარსელონაში" გააგრძელებს.
წყაროს ცნობით, კატალონიელები 21 წლის მეკარის სანაცვლოდ დაახლოებით 10 მილიონ ევროს გადაიხდიან. სავარაუდოდ ტრანსფერის დასრულების შემდეგ შტეგენი "ბარსელონასთან" ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს "ბარსელონას" ძირითადი მეკარე, ვიქტორ ვალდესი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]