როსელს შეხვედრა უნდა ვენგერთან და ვილიართან.

როსელს შეხვედრა უნდა ვენგერთან და ვილიართან.

კატალონიური ,,ბარსელონას’’ პრეზიდენტი სანდრო როსელი ამ დღეებში სამხრეთ აფრიკაში იმყოფება, სადაც თვალყურს ადევნებს ,,ესპანეთის’’ თამაშებს, იტყობინება AS. თუმცა როსელი სამხრეთ აფრიკაში მხოლოდ ამის გამო არ წასულა. მას შეხვედრა უნდა ,,ესპანეთის’’ ფეხბურთის ფედერციის პრეზიდენტთან ანხელ მარია ვილიართან, ასევე ლონდონური ,,არსენალის’’ დამრიგებელ არსენ ვენგერთან.
როსელს უნდა სთხოვოს ვილიარს შუამავლობა ,,ბარსელონას’’ ფეხბურთელების განთავისუფლებისა ,,ესპანეთისა’’ და ,,მექსიკის’’ ამხანაგურ მატჩში, თამაში შედგება 11 აგვისტოს მექსიკაში. კატალონიური ,,ბარსელონას’’ პრეზიდენტი მოტივირებულია ესპანეთის სუპერთასის მატჩზე, რომელიც 14 აგვისტოს გაიმართება და ერთმანეთს ,,ბარსელონა’’ და ,,სევილია’’ დაუპირისპირდებიან.
როსელს ვენგერთან შეხვედრა იმიტომ უნდა, რომ ესაუბროს ცესკ ფაბრეგასის კატალონიურ გუნდში გადმოსვლაზე. შეგახსენებთ , ფრანგმა სპეციალისტმა უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ ფაბრეგასი არსად არ მიდის.

წყარო: barca.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.