ნეიმარი 10 დღეს დაისვენებს
"ბარსელონას" ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი, საშობაოდ, თანაგუნდელებზე მეტხანს დაისვენებს. ხერარდო მარტინომ მას ბრაზილიაში გამგზავრების უფლება უკვე მისცა.
2013 წელს "ბარსელონას" ერთ თამაშიღა დარჩა გასამართი, რომელსაც ნეიმარი დისკვალიფიკაციის გამო ტოვებს. ამის გამო, მარტინომ ბრაზილიელს სამშობლოში წასვლისა და 10 დღით დასვენების უფლება მისცა.
"ნეიმარი ბრაზილიაში ხუთშაბათს გაფრინდება და 10 დღეს დაისვენებს. მას ნორმალურად დასვენების საშუალება დიდი ხანია არ ჰქონია." - აცხადებს ხერარდო მარტინო.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]