ვარჯიში ალვესთან ერთად და ნეიმარის გარეშე
ოთხშაბათის დასვენების შემდეგ ტატა მარტინომ გუნდთან ერთად დაიწყო მზადება 2013 წლის ბოლო თამაშისათვის. კვირას "ბარსელონა" გასვლაზე დაუპირისპირდება "ხეტაფეს". თამაშში დისკვალიფიკაციის გამო მონაწილეობას ვერ მიიღებს ნეიმარი, ამიტომაც ტატა მარტინომ ბრაზილიელს საშობაო არდადეგების ადრე დაწყების უფლება მისცა.
დანარჩენმა ფეხბურთელებმა ივარჯიშეს "სიუტატ ესპორტივაზე". თანაგუნდელებთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა დანი ალვესმა, რომელმაც თითქმის მოირჩინა ტრავმა. რაც შეეხება ჩავის, ვიცე კაპიტანი დღეს განცალკევებით ვარჯიშობდა, ხოლო "ბარსელონა ბ"-ს მოთამაშე დონგუ პირველ გუნდს შეუერთდა.
დღეს, 19 დეკემბერს, ალექსის სანჩესი 25 წლის გახდა. გუნდი არ ივიწყებს დაბადების დღეებს და ჩილელ თავდამსხმელსაც მიულოცეს თანაგუნდელებმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]