აგენტი: "მონტოიას პრიორიტეტი "ბარსასთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებაა"

აგენტი: "მონტოიას პრიორიტეტი "ბარსასთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებაა"

კატალონიის "ბარსელონას" მარჯვენა მცველის, მარტინ მონტოიას აგენტმა, ხოსე მარია ორობიტგმა დაადასტურა, რომ მის კლიენტს სურს გააგრძელოს თამაში "ბარსელონას" პირველ გუნდში.

"მარტინის კონტრაქტს ვადა 2014 წლის ივნისში ეწურება. აშკარაა, რომ მისი პრიორიტეტი "ბარსელონასთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებაა".

"მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება არ შედგა, მაშინ ჩვენ სხვა ვარიანტებს განვიხილავთ".

"ინგლისის და იტალიის ჩემპიონატები - ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატები ევროპაში. შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი ევროპული კლუბია დაინტერესებული მარტინით, მათ შორის კლუბები სერია A-დანაც", - განაცხადა ხოსე მარია ორობიტგმა.

მონტოია თავის ინტერვიუში ასევე ადასტურებს, რომ მშვიდადაა, თუმცა, საკითხი კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, უკვე მიმდინარეობს რამდენიმე თვის განმავლობაში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.