აგენტი: „მონტოიას პრიორიტეტი „ბარსელონაა“

აგენტი: „მონტოიას პრიორიტეტი „ბარსელონაა“

მარტინ მონტოიას აგენტი ხოსე მარია ორობიტი ადასტურებს, რომ მისი კლიენტის პრიორიტეტი "ბარსელონაში" დარჩენაა, მაგრამ ის 22 წლის ფეხბურთელის სხვა გუნდში გადასვლასაც არ გამორიცხავს.

"მონტოიას კონტრაქტს ვადა 2014 წლის ივნისში გასდის. ნათელია, რომ მისი პრიორიტეტი ახალი ხელშეკრულების გაფორმებაა. თუ ეს არ მოხერხდა, მხოლოდ ამის შემდეგ განვიხილავთ სხვა ვარიანტებს.

ინგლისისა და იტალიის პირველობები ევროპის საუკეთესო ჩემპიონატებს შორის შედის. შემიძლია გითხრათ, რომ მარტინით ბევრი ევროპული კლუბია დაინტერესებული, მათ შორის სერია A-ს გუნდებიც." - აცხადებს მონტოიას აგენტი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.