ორობიტგი: „მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ ნელა“

ორობიტგი: „მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ ნელა“

ხოსე მარია ორობიტგმა, "ბარსელონას" მარჯვენა მცველის მარტინ მონტოიას აგენტმა, ისაუბრა კატალონიურ კლუბთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე. შეგახსენებთ, რომ სეზონის ბოლოს, შესაძლოა, მონტოია თავისუფალი აგენტი გახდეს.

"მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ ნელა. მონტოიას პრიორიტეტი - კონტრაქტის გახანგრძლივება და "ბარსელონას" შემადგენლობაში მნიშვნელოვან ფეხბურთელად გახდომა. მას აქვს დიდი პოტენციალი და მოედანზე გასვლა ხშირად სურს."

"საკითხი თანხაში არაა. სხვა კლუბებთან მოლაპარაკებებს ახლა ჩვენ არ ვაწარმოებთ. მაგრამ თუ "ბარსელონასთან" შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, მაშინ სხვა ვარიანტებს განვიხილავთ. მარტინს მოსწონს სერია A, მაგრამ ინგლისურ კლუბებს ადრე ჩვენთან უკვე ჰქონდათ კონტაქტი." - აცხადებს მონტოიას აგენტი.

შეგახსენებთ, რომ ადრე გავრცელდა ინფორმაცია მონტოიასადმი "რომას" ინტერესზე.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.