"ბარსელონა" - "ვალენსია". საინტერესო ფაქტები

"ბარსელონა" - "ვალენსია". საინტერესო ფაქტები

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 28-ე ტურის მატჩში, "ბარსელონამ" "ვალენსია" 4:2 დაამარცხა და მადრიდის "რეალთან" სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა. გთავაზობთ "კამპ ნოუზე" გამართული შეხვედრის საინტერესო ფაქტებს.

- მესიმ "ბარსელონას" შემადგენლობაში მე-100 დუბლი გაიფორმა.

- "ბარსელონამ" მიმდინარე სეზონში ლა ლიგის გუნდებს შორის ყველაზე მეტი თერთმეტმეტრიანი მოიპოვა (13).

- მესი პირველი ფეხბურთელი გახდა პრიმერადან, რომელმაც ზედიზედ 8 სეზონში მინიმუმ 40 გოლი გაიტანა (41).

- "ბარსელონამ" უმტიტისთან ერთად ლა ლიგაში გამართული ყველა შეხვედრა მოიგო (17). 

- ლუის სუარესს "ვალენსიას" კარში 7 მატჩში 8 გოლი აქვს.

- მესის დიეგო ალვესის კარში ლა ლიგის მოთამაშეებს შორის ყველაზე მეტი პენალტი აქვს გატანილი.

- მიმდინარე სეზონში ნეიმარის ანგარიშზე 19 საგოლე პასია და ამ მაჩვენებელით ის საუკეთესოა ევროპაში.

- მიმდინარე სეზონში მუნირ ელ ჰადადი ერთადერთი ფეხბურთელია ლა ლიგიდან, რომელმაც "ბარსელონას" ორ სხვადასხვა მატჩში გაუტანა. 

- მიმდინარე სეზონში ელიაკიმ მანგალა მესამეა, ვინც ერთ მატჩში გოლი გაიტანა და შემდეგ მოედანი დატოვა (იგულისხმება გაძევება).

- ლიონელ მესიმ ლა ლიგაში 5 ყვითელ ბარათზე მეტი მხოლოდ 2011/12 წლების სეზონში მიიღო (6).

- ანდრე გომეში პირველი პორტუგალიელი ფეხბურთელია დეკოს შემდეგ (2007 წელი, "ატლეტიკო"), რომელმაც "ბარსელონას" მაისურით გოლი გაიტანა ლა ლიგაში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #6 20 მარტი 2017 20:13
    0
    Dა დეკოს შემდეც რომელი პორტუგალიელი ფეხბურთელი გვყავდა, ერთი შემახსენე ავტორო?

    Mუნირს, რომ გაუშვებ და რაფინიას დატოვებ.
    tite
    სტუმარი [?]
    #5 20 მარტი 2017 16:45
    0
    მუნირი კარგი ახალგაზრდა <3
    მესი-სუა-ნეი
    სტუმარი [?]
    #4 20 მარტი 2017 12:47
    0
    :D ლალიგა არაა ჯერ დაკარგული უნდა იბრძოლონ ბიჭებმა ბოლომდე :D
    123456789
    სტუმარი [?]
    #3 20 მარტი 2017 12:46
    0
    Aba Ra Mara messis yviteli ar momeconaa
    shako barca
    სტუმარი [?]
    #2 20 მარტი 2017 10:57
    0
    chveni rekordmaisteri bichebii <3
    msd2004
    სტუმარი [?]
    #1 20 მარტი 2017 02:45
    0
    წავიდე მე ყველას ძილინებისა<3