ნეიმარი ბურთთან ვარჯიშს დაუბრუნდა

ნეიმარი ბურთთან ვარჯიშს დაუბრუნდა

ნეიმარი, რომელიც მინდორზე სამუშაოებს გასულ კვირას დაუბრუნდა, აგრძელებს აღდგენას და ორშაბათს მან ბურთთან ერთად ვარჯიში შეძლო. ბრაზილიელი პირველ საათზე "სიუტატ ესპორტივოზე" ხუანხო ბრაუსთან ერთად ვარჯიშობდა, რომელიც ნეიმარის გამოჯანმრთელების პროცესს აკვირდება.

ტატა მარტინოს გუნდი ორშაბათის სავარჯიშო სესიაზე "რეალ სოსიედადთან" მატჩისთვის ემზადებოდა. ვარჯიშში მონაწილეობას ყველა შესაძლო ფეხბურთელი იღებდა.

"ბარსელონას" კიდევ ერთმა ტრავმირებულმა ფეხბურთელმა, მეკარე ოიერ ოლასაბალმა, პირველად ივარჯიშა მას შემდეგ, რაც მისი აღდგენა დაიწყო.

სავარჯიშო სესია:

ნეიმარის ვარჯიში ბურთთან ერთად:

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.