ფაბრეგასი: "როდესაც პუიოლის ყოველდღიურ ვარჯიშს ხედავ, რთული წარმოსადგენია ის 36 წლისაა, თუ - 18"

ფაბრეგასი: "როდესაც პუიოლის ყოველდღიურ ვარჯიშს ხედავ, რთული წარმოსადგენია ის 36 წლისაა, თუ - 18"

კატალონიის "ბარსელონასა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი, გამოეხმაურა პუიოლის გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს კლუბიდან წასვლის შესახებ.

"ეს ურთულესი დროა მის ცხოვრებაში, ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთულია.

ძალიან მამაცი უნდა იყო იმისათვის, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. კარლეს პუიოლს კატალონიურ კლუბთან ჯერ კიდევ ორწლიანი კონტრაქტი აკავშირებდა.

როდესაც ჩვენ მის ყოველდღიურ ვარჯიშს ხედავ, რთული წარმოსადგენია ის 36 წლისაა თუ - 18.

ჩემთვის პუიოლი ყოველთვის კაპიტანი იქნება." - განაცხადა კატალონიელთა 4 ნომერმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.