სუბისარეტა: "ვიცოდით, რომ პუიოლი წასვლას აპირებდა"
კატალონიის "ბარსელონას" სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა გამოეხმაურა პუიოლის გადაწყვეტილებას, კატალონიური კლუბიდან წასვლის შესახებ.
"ეს ჩვენთვის ახალი ამბავი არ არის. ჩვენ კარლეს პუიოლის მომავალზე ორი წლის წინ ვისაუბრეთ. ამას გარდა ამ კვირაში ეს გადაწყვეტილება ყველამ გავიგეთ.
ვიცოდით, რომ ვიქტორ ვალდესი და კარლეს პუიოლი კლუბიდან წავიდოდნენ, თუმცა ამავდროულად ორივე ფეხბურთელი ჩვენი კლუბის უმნიშვნელოვანეს წევრად ითვლებან." - განაცხადა ანდონი სუბისარეტამ.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გადხა, რომ პუიოლმა კარიერა შესაძლოა, ამერიკულ ან კატარულ კლუბში გააგრძელოს. კარლეს პუიოლის ერთ-ერთ პრეტენდენტ კლუბად ასევე "მილანიც" მოისაზრება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]