რონალდო: "პუიოლი იგივეა "ბარსელონასთვის", რაც იერო - "რეალისთვის"

რონალდო: "პუიოლი იგივეა "ბარსელონასთვის", რაც იერო - "რეალისთვის"

კატალონიის "ბარსელონასა" და მადრიდის "რეალის" ყოფილი თავდამსხმელი, ბრაზილიელი რონალდო დე ასისი, გამოეხმაურა პუიოლის გადაწყვეტილებას სეზონის ბოლოს კატალონიური კლუბიდან წასვლის შესახებ.

ბრაზილიელი მიიჩნევს, რომ ფეხბურთისათვის საამაყოა ისეთი ფეხბურთელის არსებობა, როგორიც კარლეს პუიოლია.

"მე ამის შესახებ არ ვიცოდი და როდესაც გავიგე ძალიან გამიკვირდა. პუიოლი "ბარსელონასთვის" იგივეა, რაც ფერნანდო იერი იყო მადრიდის "რეალისთვის". ის კლუბის სიმბოლოა. პუიოლი დიდებული მცველია, მაგრამ იგი დადგენილი წესით მოქმედებს." - განაცხადა ბრაზილიელმა რონალდომ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.