„ბარსელონა“ კრულით ინტერესდება

„ბარსელონა“ კრულით ინტერესდება

"ნიუკასლის" 25 წლის მეკარე ტიმ კრული "ბარსელონას" ინტერესთა სფეროში მოხვდა, იტყობინება Sport.es.

მიუხედავად მიონხენგლადბახის "ბორუსიას" მეკარესთან, მარკ ანდრე ტერ შტეგენთან შეთანხმებისა, რომელიც ვიქტორ ვალდესის შემცვლელად მიიჩნევა, კატალონიელები სხვა კანდიდატურებსაც განიხილავენ. "ბარსას" სათადარიგო მეკარე ხოსე მანუელ პინტო, სავარაუდოდ, კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს.

ტიმ კრული "ნიუკასლში" 2009 წლიდან გამოდის. კლუბში ჩატარებული აქვს 139 მატჩი. მისი სავარაუდო ღირებულება 9 მილიონ ევროს შეადგენს. ფეხბურთელის კონტრაქტი "ნიუკასლთან" გათვალისწინებულია 2017 წლის ზაფხულამდე.

მიმდინარე სეზონში, გოლკიპერმა ინგლისის ჩემპიონატში 31 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 43 გოლი და 9 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა.

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 17 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.