NBA "კამპ ნოუზე"

NBA  "კამპ ნოუზე"

ხუთშაბათს NBA-ს დელეგაცია  "ბარსელონას" პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ მიიღო და "კამპ ნოუ", "პალაუ ბლაუგრანა" და "ბარსას" მუზეუმი აჩვენა.

NBA-ს დელეგაცია ბარსელონაში კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გამო იმყოფება. ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციას წარმოადგენდნენ NBA-ს კომისარის, სალვატორე ლაროკას, ასისტენტი მარკ ტატუმი, ბენ მორელი, the New Orleans Pelicans-ის მფლობელი რიტა ლებლანსი,  the Miami Heat-ის მფლობელი ნიკ არისონი,  NBA-ს ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი სტივ რიჩარდი და  the Cleveland Cavaliers-ის მფლობელი რობერტ კრამერი.

"ბარსელონას" წარმომადგენლები იყვნენ კალათბურთის განყოფილების დირექტორი ჟოან ბლადე, დირექტორი ხორდი მოიქსი, "ბარსელონას" გენერალური დირექტორი ნაჩო მესტრე, ინსტიტუციონალური ურთიერთობების სპორტული დირექტორი ალბერტ სოლერი და "ბარსელონას" განყოფილებების დირექტორი ჟოან კარლეს რავენტოსი.

ჟოან ბლადე მოხარული იყო NBA-ს დელეგაციის ვიზიტის გამო. "მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ადამ სილვერმა და NBA-ს გუნდების მფლობელებმა კლუბისა და ჩვენი დაწესებულებების მონახულება მოინდომეს."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.