ადამ სილვერი: "ახალი "პალაუს" ინაუგურაცია შესანიშნავი იქნებოდა"
საერთაშორისო ტურნეს ფარგლებში, NBA-ს ახალმა კომისარმა, ადამ სილვერმა, "ბარსელონას" დაწესებულებები და ინსტალაციები მოინახულა. "კამპ ნოუსა" და "პალაუ ბლაუგრანას" დათვალიერებისას, სილვერს თან ახლდა კატალონიური კლუბის პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ.
"მუზეუმი, გარემო და სტადიონი შთამბეჭდავი და მსოფლიო დონისაა. აქ ყოფნა დიდი პატივია", განაცხადა კომისარმა. შეგახსენებთ, რომ "ბარსელონასა" და NBA-ს რამდენიმე წლიანი ურთიერთობა აკავშირებს.
"ჩვენ პრეზიდენტ ბართომეუსთან ერთად განვიხილეთ NBA-ს გუნდის შესაძლო თამაში "Nou Palau-ზე". ძალიან გამიხარდება, თუ ახალ "პალაუზე" პირველად NBA-ს გუნდი ითამაშებს."
"საკითხი უნდა შევისწავლოთ, მაგრამ ძალიან გაგვიხარდება, თუ ეს შესაძლებელი იქნება", განაცხადა "ბარსას" საკალათბურთო განყოფილების დირექტორმა, ჟოან ბლადემ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]