21 ფეხბურთელი ვარჯიშზე
"ბარსელონა" "სევილიასთან" სუპერთასის პირველი მატჩისთვის ემზადება. პეპ გვარდიოლამ პირველი ვარჯიში გამართა მას შემდეგ რაც აზიიდან დაბრუნდნენ. იმ 21 ფეხბურთელიდან მხოლოდ და მხოლოდ 8 მოთამაშე ითვლება პირველი გუნდის ფეხბურთელად, დანარჩენი 13 კი მეორე გუნდიდან იყვნენ გადმოყვანილები.
ინტენსიური ტურის შემდეგ კორეასა და ჩინეთში, "ბარსელონა" სამშობლოში დაბრუნდა და გუშინ საღამოს ვარჯიში გამართა, დაბრუნებიდან მხოლოდ და მხოლოდ 36 საათის შემდეგ.
რვა ძირითადის ფეხბურთელი
პეპ გვარდიოლა 21 ფეხბურთელით ვარჯიშობდა. ძირითადი გუნდიდან ვარჯიშობდნენ პინტო, მაქსველი, ადრიანო, მილიტო, აბიდალი, ვიქტორ სანჩესი, კეიტა და ინიესტა. "ბარსა B"-დან მონაწილეობდნენ ოიერი, მინო, სერხი გომესი, ფონტასი, მუნიესა, ჯონათან დოს სანტოსი, რივეროლა, სერხი რობერტო, ნოლიტო და ვიქტორ ვარკესიე. ვარჯიშობდნენ ასევე ესპანეთის 19-წლამდელთა ფეხბურთელები ბარტრა, ტიაგო და ორიოლ რომეუ.
აზიის ტურში მონაწილე სხვა ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელები ამ კვირაში ივარჯიშებენ თავიანთი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს მეთვალყურეობის ქვეშ. დანარჩენი 13 ფეხბურთელი კი ჯვლავ პეპ გვარდიოლას განკარგულებაში იქნებიან.
ორმაგი სესია ოთხშაბათს
"ბარსა" დღეს კიდევ ორ სავარჯიშო სესიას გამართავს ესპანეთის დროით 9.00 და 19.00 საათებზე. დილის ვარჯიშის შემდეგ ანდრეს ინიესტა პრესკონფერენციას გამართავს და ჟურნალისტებს გაესაუბრება.
ზუბი, მაზინიო და "ჯაბულანი"
გუშინდელ სავარჯიშო სესიაზე ფეხბურთელებს ორი განსაკუთრებული სტუმარი ეწვიათ: სპორტული დირექტორი, ანტონი ზუბიზარეტა და ტიაგო ალკანტარას მამა, მაზინიო. ეს ორნი ძველი მეგობრები არიან, რადგან 1994-1996 წლებში "ვალენისას" შემადგენლობაში ერთად გამოდიოდნენ.
გუშინ ვარჯიშზე კიდევ ერთი სიახლე შეინიშნებოდა. ფეხბურთელები "ჯაბულანის" ბურთით ვარჯიშობდნენ, სწორედ იმ ბურთით, რომელმაც ამხელა გამოხმაურება ჰპოვა წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე. "ჯაბულანს" ასევე გამოიყენებენ შაბათს, სუპერთასის მატჩში.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]