აბიდალი არ ადასტურებს, რომ "ბარსელონაში" მუშაობაზე უარი თქვა

აბიდალი არ ადასტურებს, რომ "ბარსელონაში" მუშაობაზე უარი თქვა

"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი ერიკ აბიდალი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მან კატალონიურ კლუბში მუშაობაზე უარი განაცხადა.

ცოტა ხნის წინ France Football-მა გაავრცელა აბიდალის ინტერვიუ, რომელშიც 35 წლის ფრანგი აცხადებდა, რომ მას "ბარსელონას" შეთავაზება არ აკმაყოფილებდა. აბიდალი ამბობდა, რომ მას კატალონიელები ორ ვარიანტს სთავაზობდნენ. ის ან ახალგაზრდული აკადემიის ხელმძღვანელი უნდა გამხდარიყო, ან კლუბის ხელმძღვანელობასა და ფეხბურთელებს შორის ურთიერთობის გამარტივებაზე ეზრუნა. აბიდალს პირველი ვარიანტი იმიტომ არ მოსწონდა, რომ ხშირად ფრენა მოუწევდა, ხოლო მე-2 შემთხვევაში თავის აუცილებლობას ვერ ხედავდა, რადგან "ბარსას" ფეხბურთელებს კლუბის ხელმძღვანელობასთან კონტაქტი ისედაც არ უჭირთ. "ოლიმპიაკოსი" კი მას მარკეტინგულ სამუშაოს სთავაზობდა, რისთვისაც მას ათენში თვეში მხოლოდ 4-ჯერ ჩაფრენა სჭირდებოდა. თუმცა, როგორც აბიდალი აცხადებს, მას "ოლიმპიაკოსსა" და "ბარსელონაში" ერთდროულად მუშაობა შეუძლია.

"ბარსელონაში" მუშაობა და "ოლიმპიაკოსში" ჩემი ვალდებულებები ერთანეთთან შეუსაბამობაში არ მოდის." - განუცხადა აბიდალმა El Mundo Deportivo-ს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.