რობენი "ბარსელონასთან" გამოირიცხა, ლევანდოვსკი საეჭვოა

რობენი "ბარსელონასთან" გამოირიცხა, ლევანდოვსკი საეჭვოა

მიუნხენის "ბაიერნს", ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში "ბარსელონასთან" გასამართი მატჩის წინ, საკადრო პრობლემები მოუმრავლდა. გერმანიის თასზე "დორტმუნდთან" გამართულ შეხვედრაში გვარდიოლას არიენ რობენი და რობერტ ლევანდოვსკი გამოაკლდნენ.

უკვე ცნობილია, რომ რობენი "ბარსელონასთან" გასამართ ორივე შეხვედრას გამოტოვებს. ლევანდოვსკის საკითხი კი გარკვეული ჯერ კიდევ არაა. თავად ფეხბურთელს, სახის ძვლის მოტეხილობის მიუხედავად, მოედანზე გასვლის იმედი აქვს. კარლ-ჰაინც რუმენიგე კი აცხადებს, რომ სპეციალურად პოლონელისთვის ნიღაბი შეიქმნა და ის "ბარსელონას" წინააღმდეგ თამაშს შეძლებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 73 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.