ალვესი: "ბარსა" არ მაფასებს. დღეის მდგომარეობით, დარჩენა გამორიცხულია"

ალვესი: "ბარსა" არ მაფასებს. დღეის მდგომარეობით, დარჩენა გამორიცხულია"

რამდენიმე წუთის წინ "ბარსელონას" ბრაზილიელი მარჯვენა მცველის, დანი ალვესის პრესკონფერენცია დაიწყო. 32 წლის ფეხბურთელი არ ადასტურებს, რომ მას კლუბის დატოვება აქვს გადაწყვეტილი, მაგრამ აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით მისი დარჩენა გამორიცხულია.

"დავრჩები თუ არა მომდევნო სეზონისთვის? არ ვიცი. ამ ეტაპზე მხოლოდ ორ ფინალზე ვფიქრობ. ამის შემდეგ ჩემს გადაწყვეტილებას საჯაროს გავხდი.

გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. რამდენიმე ვარიანტს განვიხილავ. ყველაფერი ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ გადაწყდება.

საუბარი არ მსურდა, მაგრამ ბოლო დროს ბევრი მცდარი ინფორმაცია გავრცელდა. ამბობენ, თითქოს მარტო ფული მაინტერესებს, მაგრამ ასე არაა.

მაფასებს თუ არა კლუბი სათანადოდ? არა, ვგრძნობ, რომ არ მაფასებს და როდესაც ასეთი გრძნობა გაქვს, გადაწყვეტილება უნდა მიიღო.

დარჩენა კვლავ მინდა, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად. საუბარი არა ფულზე, არამედ პატივისცემაზე მაქვს.

თავდაპირველად, კლუბს ჩემთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ უნდოდა. "ბარსელონას" წარმომადგენლები ხელშეკრულების გაგრძელებით ბოლო 3-4 თვის განმავლობაში არიან დაინტერესებულნი.

იმის მიუხედავად, დავრჩები თუ არა, "ბარსა" ყოველთვის ჩემს გულში იქნება, რადგან აქ ცხოვრების საუკეთესო წლები გავატარე.

მწვრთნელი სათამაშო დროს მითმობს, რადგან თავდაუზოგავად ვშრომობ და არა იმიტომ, რომ ყველაზე ლამაზი ვარ. თუმცა, ყველაზე ლამაზი ნამდვილად ვარ (იცინის).

არის თუ არა ამწუთას დარჩენა გამორიცხული? დღეის მდგომარეობით, ჩემი დარჩენა გამორიცხულია. ვნახოთ, რა მოხდება მომავალში. ერთნახევარი ფეხით კლუბიდან წასული ვარ.

პრეზიდენტმა იცის, რა უნდა გააკეთოს ჩემს შესანარჩუნებლად. ვნახოთ, მოიმოქმედებს თუ არა ის რამეს.

განვიხილავ თუ არა "პარი სენ ჟერმენს" ერთ-ერთ ვარიანტად? არა.

დანი ალვესი მადრიდულ პროპაგანდისტულ მედიასაც შეეხო და ასეთი კომენტარი გააკეთა: "როდესაც Cuatro-ს ვუყურებ, მათ მაგივრად მრცხვენია. ჩვენ ესპანეთის ჩემპიონატი მოვიგეთ, ისინი კი "რეალის" მიერ შარშან მოგებულ ჩემპიონთა ლიგაზე საუბრობენ." მადრიდული Marca-ს ჟურნალისტის შეკითხვას კი ალვესმა ასე უპასუხა: "თქვენ გამო ვწუხვარ, მაგრამ Marca-ს შეკითხვებს არ ვპასუხობ."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.