"ბარსელონა" - ყველაზე წარმატებული კლუბი ევროპაში
თბილისში "სევილიას" დამარცხებისა და მორიგი თასის მოპოვების შემდეგ, კატალონიის "ბარსელონა" ევროპის ყველაზე წარმატებულ კლუბად იქცა. 11 აგვისტოს "დინამო არენაზე" აღმართული ევროპის სუპერ თასი კატალონიელების მიერ მოგებული მეცხრამეტე ტიტულია, რაც ევროპაში საუკეთესო მაჩვენებელია.
ჯამში "ბარსელონას" ანგარიშზე 5 ჩემპიონთა ლიგა, 2 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, 4 თასების მფლობელთა თასი, 3 ბაზრობათა თასი და 5 ევროპის სუპერ თასია. "ბარსელონამ" ამ მაჩვენებლით გადაასწრო ისეთ გუნდებს როგორებიც არიან: "რეალ მადრიდი", "მილანი" (18-18 თასი), "ლივერპული", "იუვენტუსი", "ბაიერნი" (11-11).
რაც შეეხება მსოფლიო მასშტაბს, ამ კუთხით ეგვიპტური გუნდი "ალ-აჰლი" ლიდერობს, რომლის ანგარიშზეც 20 თასია. თუმცა, "ბარსელონა" მიმდინარე წელს კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს, იაპონიაში, გუნდი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში იასპარეზებს. ტურნირის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი კლუბი ეგვიპტურ გუნდს გაუთანაბრდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]